Sunday, October 19, 2008

სწავლების ხარისხის ერთობლივად მართვა

ხემ
ხარისხის ერთობლივი მართვა - სასწავლო დაწესებულების ყველა საორგანიზიო პროცესის უწყვეტი ამაღლების ზოგადორგანიზაციული მეთოდი.

საერთაშორის არენაზე კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური კადრების გამოსავლენად სწავლების ხარისხის სტიმულირებას სულ უფრო და უფრო მეტი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით ყველა დონის საგანმანათლებლო ცენტრები ყველა საორგანიზიო პროცესის უწყვეტი ამაღლების ზოგადორგანიზაციული მეთოდის დამკვიდრებას გამუდმებით ცდილობენ. ამ მეთოდის სახელწოდებაა ხარისხის ერთობლივი მართვის მეთოდი.
ხარისხის ერთობლივი მართვის ფილოსოფია რამოდენიმე ათეული წლის წინათ აშშ-სა და იაპონიაში წარმატებით დაინერგა. დღეს კი უამრავი წამყვანი ფირმისა და კომპანიისათვის უაღრესად პრესტიჟული წინსწრაფვის ნიშანს წარმოადგენს.
ხემ-ის მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს რომ საგანმანათლებლო ცენტრებმა უნდა იზრუნონ არა მარტო მაღალკვალიფიციური და კომპეტენტური კურსდამთავრებულების გამოშვებაზე, არამედ ამ ცენტრებში სასწავლო პროცესის მაღალხარისხოვნად წარმართვაზეც, პედაგოგიური გუნდის საქმიანობის ჩათვლით. სკოლის სწარფი და ეფექტური განვითარება ძირითადად სწორედ ამ სამ ბურჯს ეფუძნება:
წარმატებული კურსდამთავრებული
სწავლების ორგანიზებულობის ხარისხი
პედაგოგიური პრესონალის კვალიფიკაციის დონე
ხარისხი შემდეგი კატეგორიების მიხედვით განისაზღვრება:L
სკოლის კურსდამთავრებულთა წარმატებები სახელობო და უმაღლესი განათლების დაწესებულებებში
სკოლის ვაუჩერული დაფინანსების ზრდა
სკოლის თანამშრომლების საკუთარი საქმიანობით გამოწვეული კმაყოფილების ზრდა
ხემ-ის პრინციპი სიმაღლეზე სვლის პარადიგმით შეიძლება გამოიხატოს. როცა მთამსვლელი მწვერვალისკენ მიისწრაფის ის ზურგსუკანაც საყრდენს პოულობს და წინიდანაც დამზღვევ ბაგირებს ეჭიდება. აქედან გამომდინარე ხემ-ის რეალიზაციისათვის საჭიროა ზევიდან `ამოქაჩვაც~ და ქვემოდან `მოწოლაც~.
ხემ ორ მექანიზმს აერთიანებს:
1. ხარისხის კონტროლს _ Quality Assurance (QA) და
2. ხარისხის ამაღლებას _ Quality Improvements (QI).
ამათგან პირველი, ხარისხის კონტროლი, ინარჩუნებს აუცილებელ ხარისხს და სკოლისათვის გარკვეულ გარანტიას წარმოადგენს, რაც მშობელსა და თემს სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესის მიმართ რწმენას უნერგავს. მეორე, ხარისხის ამაღლება, ვარაუდობს, რომ ხარისხი არა თუ უნდა შენარჩუნდეს, არამედ უნად ამაღლდეს კიდეც, შესაბამისი გარანტიების მომატებითაც. ამ ორი მექანიზმის საშუალებით `მთამსვლელი აგრძელებს გზას მწვერვალებისკენ~, ანუ მიმდინარეობს სკოლის უწყვეტი განვითარების პროცესი.
ცნობილი კანადელი სპეციალისტი ჯორჯ ლაზლო ხემ-ის იდეოლოგიას დაწვრილებით განიხილავს.

რა არის ხარისხის ერთობლივი მართვა?

ხარისხის ერთობლივი მართვა - ესაა მართვის სტილი, რომელიც მშობლის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს თვალსაზრისით კვალიფიციურ კურსდამთავრებულებსა და სწავლება/სწავლის მომსახურებას გულისხმობს. ხემ ესაა ხარისხით განსაზღვრული, დამკვეთზე (მშობელზე, საზოგადოებაზე, თემზე) ფოკუსირებული, ფაქტებზე დაფუძნებული, ბრძანებით მართული პროცესი. ხემ საქმიანობის განუწყვეტელი გაუმჯობესების გზით სასკოლო მიზნების გეგმაზომიერ მიღწევაზეა ორიენტირებული. ხემ-ის პრინციპები ცნობილია როგორც `ხარისხის საყოველთაო გაუმჯობესება~, `მსოფლიო დონის ხარისხი~, `ხარისხის უწყვეტი განვითარება~, `მომსახურების საყოველთაო ხარისხი~, `მართვის საყოველთაო ხარისხი~.
`მართვის საყოველთაო ხარისხში~ სიტყვა `საყოველთაო~ აღნიშნავს, რომ მოცემულ პროიცესში სკოლის ყველა თანამშრომელი უნდა ჩაერთოს. `ხარისხი~ მშობლისა და საზოგადოების მოთხოვნილების დაკმაყოფილებას აღნიშნავს `მართვა~ კი ხარისხის განსაზღვრული დონის მიღწევისათვის აუცილებელი მიმართებაა პედაგოგიური გუნდისა და სწავლება/სწავლის პროცესისადმი.
მართვის საყოველთაო ხარისხი - არაა პროგრამა. ესაა სისტემატიური, ინტეგრირებული და ორგანიზებული მართვის სტილი, რომელიც ხარისხის განუწყვეტელ ზრდას ისახავს მიზნად. ეს არაა `მართვის~ ახირება. ესაა დროით შემოწმებული მართვის სტილი, რომელსაც ათეული წლის განმავლობაში მრავალი მოწინავე ფირმა იყენებდა.
ხემ-ის მოქმედება
ხემ შესახებ ედვარდ დემინგმა 14 უნივერსალური პრინციპი ჩამოაყალიბა.
14 უნივერსალური პრინციპი
1. მიზნებსა და სწავლების ხარისხის ამაღლებას შორის შესაბამისობების დადგენა. სკოლის ადმინისტრაციამ უნდა შექმნას და ყველა თანამშრომლისათვის ხელმისაწვდომი გახადოს სკოლის მიზნები და განზრახულობები მათ შესასრულებლად. ეს ტექსტი მაქსიმალურად გასაგები და ყველასათვის ნათელი უნდა იყოს. მიზნები უსათუოდ მიღწევადი უნდა იყოს.
2. სწავლების ხარისხის ახალი ფილოსოფიის მიღება. სკოლის ნებისმიერმა თანამშრომელმა უმაღლესი ადმინისტრაციიდან დაწყებული და ყველაზე დაბალი დონის რგოლში გაერთიანებული პერსონალის ჩათვლით სწავლების ხარისხის მართვის გამოწვევა უნდა მიიღოს და თავისი ფუნქციები და პასუხისმგებლობები დეტალურად გაითავისოს. უხარისხო განათლება მოსწავლემდე არასდროს არ უნდა აღწევდეს. სკოლაში წესად უნდა იქცეს, რომ სწავლებაში ხარვეზები შეიძლება წარმოიშვას, მაგრამ ის მოსწავლემდე ვერცერთ შემთხვევაში ვერ უნდა აღწევდეს.
3. წერტილი დაუსვით სწავლების ხარისხზე კერძო ინსპექციებისა და აუდიტისადმი ნეგატიურ მიჯაჭვულობას. ინსპექტირების მიზანი პროცესების გაუმჯობესება და დანახარჯების შემცირება უნდა იყოს და არა მხოლოდ სწავლების ხარვეზების ძიება.
4. შეწყვიტეთ სწავლების ხარისხის ამაღლებაზე ორიენტირებული სკოლის გარე დაწესებულებების შერჩევა მხილოდ მათი მომსახურების დაბალ (ან ხელმისაწვდომ) ღირებულებაზე ყურადღების კონცენტრირებით. უნდა გამოირიცხოს კონტრაქტები, რომლებიც ყვალაზე ნაკლებ დანახარჯებს (და შესაბამისად უარეს შედეგებს) მოიტანს. უნდა ვიზრუნოთ მთლიანი პროექტების ღირებულების შემცირებაზე. ყველაზე იაფი მომსახურების ძებნას, რომლის შედეგად სწავლების დაბალი ხარისხის გარდა ვერაფერს მივიღებთ, ჯობს მუდმივი მომსახურების რეჟიმში ვითანამშრომლოთ ერთ ან რამოდენიმე ჯგუფთან.
5. სწავლების ხარისხის კონტროლის მიმართულებით აღმოაჩინე პრობლემები და შექმნი უწყვეტი საქმიანობის (ქმედებების / რეაგირების) პროცესი. სკოლა მართვისა და სწავლების ხარისხის კონტროლის მიზნით განუწყვეტლად უნდა საქმიანობდეს. ბევრი დირექტორი ფიქრობს, რომ ამგვარი პროგრამების სტრუქტურა შეიცავს დაწყებას, საქმიანობის შუა ნაწილს და დასასრულს. ხარსიხის საყოველთაო მართვას არა აქვს დასასრული. ის უწყვეტი პროცესია. `უწყვეტი განვითარება~ სკოლის შიგნით ყვალს საზრუნავი უნდა გახდეს.
6. სწავლების ორგანიზება. ფორმალური სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვა, განსაკუთრებით ახალბედა თანამშრომლებისათვის. პედაგოგიური საქმინობის პროცესში კადრების სწავლება აუცილებელია, რამდენედაც ახალ თანამშრომელთან გვაქვს ურთიერთობა ის სავარაუდოა, რომ უფრო ისწავლის `ვეტერანი~ პედაგოგების გვერდით. ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ `ვეტერანი~ თანამშრომლები ხემ-ის პრინციპებს, როგორც ცვლილებებს, შესაძლოა წინ აღუდგნენ და მისი დანერგვა შეაფერხონ. შესაძლოა გარე დამკვეთების ტრენინგებიც თუ სკოლის მიზნების რეალიზება მათ მიზნების ორიენტაციაში დაეხმარებათ. მოგვიანებით, როცა სკოლა მათგან გარკვეული დონის სწავლების ხარისხზე დაკვეთის მოლოდინში იქნება სწორედ ეს ტრენინგები ითამაშებს დიდ როლს.
7. შექმენით მმართველობა და განსწავლეთ ის. მმართველობის მიზანი უნდა იყოს არა მარტო მითითება იმაზედ თუ რა სახის საქმიანობა უნდა შესრულდეს, არამედ დახმარება იმაში, რომ ხსენებული საქმიანობა უკეთ შესრულდეს. სკოლის ხელმძღვანელობა დახელოვნებული უნდა იყოს მის საქმიანობაში და სკოლა თავის ადმინისტრაციას კრაგ ლიდერობას უნდა ასწავლიდეს.
8. აღმოფხვერით შიში სამსახურში. იმისათვის, რომ მთელი სკოლის საკეთილდღეოდ ყოველმა თანამშრომელმა ეფექტურად იმუშაოს საჭიროა სკოლაში ნდობისა და ნოვატორობის ატმოსფერო ჩამოყალიბდეს. უამრავი შიშები არსებობს იმის გამო, რომ სწავლების ხარისხი უამრავი რაოდენობრივი შეფასებებით ფასდება. პადაგოგები ყოველნაირად ცდილობენ დააგროვონ რაც შეიძლება მეტი რაოდენობრივი მაჩვენებლები, რომელთაც სწავლების ხარისხთან არანაირი კავშირი არა აქვთ. თანამშრომლებს არ უნდა ქონდეთ ახალი იდეების წამოყენების შიში, სკოლა კი მოთმინებით უნდა აღიჭურვოს ახალი იდეების ექსპერიმენტირების დროს დაშვებული შეცდომებისადმი, თუ ის სკოლის მიზნებისა და მისიის გადახედვის საფრთხეს არ იწვევს.
9. მოხსენით დანაყოფებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის დაბრკოლებები. სკოლის ადმინისტრაციამ დაწესებულების სტრუქტურულ ერთეულებსა და ცალკეულ რგოლებს შორის თანამშრომლობის და არა `კონკურენციული~ გარემოს ჩამოყალიბებას უნდა შეუწყოს ხელი. საჭიროა მთელი პერსონალის ძალისხმევის ოპტიმიზაცია სკოლის მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად და არა სტრუქტურულ ერთეულებს შორის კონკურენტულობის გასაღვივებლად.

10. თავი აარიდე ცარიელ ლოზუნგებს სკოლაში. სკოლის ადმინისტრაციამ უნდა აღმოფხვრას ლოზუნგები და მოწოდებები სწავლების ხარისხის ამაღლებასა და სწავლების პროცესში უხარისხობის ლიკვიდაციის შესახებ, არამედ შესთავაზოს პედაგოგებს ამის მიღწევის ნათელი მეთოდები და საშუალებები. წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლაში კონფლიქტური ურთიერთობები წარმოიქმნება. სკოლაში სწავლების ხარისხიანობის მიღწევის და ამ მიმართულებით არაპროდუქტიულობის მთავარი მიზეზები ძირითადად მართვის სისტემაშია საძიებელი, ამიტომ ის აღემატება ცალკეული თანამშრომლების მხრიდან რაიმე ცვლილების ნებისმიერი ძალისხმევის ეფექტურობას.
11. მინიმუმამდე დაიყვანე (მოახდინე ოპტიმიზაცია) სამუშაო სტანდარტები და რაოდენობრივი მაჩვენებლები. სკოლის ადმინისტრაციამ ხარისხიანი სწავლების მომსახურება უნდა დააყენოს ყველაზე მაღლა და არა რაოდენობრივი მაჩვენებლები. გამორიცხე პრაქტიკიდან კონტროლის ისეთი ინდივიდუალური სისტემები, როგორიცაა `სასჯელი / ჯილდო~, მაგ.: პრემია / ჯარიმა. გამორიცხე მისწრაფებებზე დაფუძნებული მართვა. იმისათვის, რომ მიზნების განხორციელება მისწრაფებასა და მხოლოდ კეთილ ნებაზე არ დარჩეს მინდობილი დირექტორმა უნდა შეიმუშაოს სწავლების ხარისხის ამაღლების მეთოდიკა (მეთოდები), ასევე უნდა ჩაერთოს პედაგოგების პირადი მიზნების განხორციელებაშიც.
12. მიეცით საშუალება პედაგოგებს იამაყონ თავიანთი პროფესიონალიზმითა და ოსტატობით. სკოლამ უნდა შეიმუშაოს პედაგოგების დამსახურების რეიტინგული შეფასების სისტემა და არ დაუშალოს თანამშრომლებს მისი კონტროლის გარეთ არსებული სისტემებში ჩართვა, პიროქით ხელი შეუწყოს და წაახალისოს კიდეც ისინი ამაში.
13. ხელი შეუწყვეთ და წაახალისეთ შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებს, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესს. თანამშრომლების წვრთნისა და განსწავლისათვის მოიწვიეთ წამყვანი ცპეციალისტები და ინსტრუქტორები. შემოიღეთ პედპერსონალის წვრთნებში სკოლის სტატისტიკური წარმოდგენები / მახასიათებლები შემდეგ კი განავრცეთ იგი პროცესების ზოგად დონემდე. იგი წარმოდგენას შეგვიქმნის სკოლაზე, როგორც ერთიან ორგანიზმზე.
14. გარდასახეთ. ყოველი თანამშრომელი მიმართეთ თუნდაც სულ მცირე ისეთი ცვლილებებისკენ, რომელიც სკოლაში პროცესების გაუმჯობესებას გამოიწვევს. გარდაქმნა და გარდასახვა სკოლის თვითოეული თანამშრომლის, და არა მხოლოდ ადმინისტრაციის საზრუნავი უნდა იყოს. შექმენით საინფორმაციო ცენტრი, რათა მიმდინარე ცვლილებების შესახებ სკოლის ყოველი თანამშრომელი დროულად იყოს ინფორმირებული.
ხარისხის ერთობლივ მართვას სწორედ ეს 14 პრინციპი განსაზღვრავს. სკოლის გამანადგურებელი სნეულების განსაკურნავ სალბუნადაც ეს 14 პრინციპი მიიჩნევა.

ხუთი სასიკვდილო სნეულება
ხემ-ის წარმატებით განსახორციელებლად აუცილებელია ხუთი სასიკვდილო სნეულების აღმოფხვრა. თუ ეს არ მოხდება ისინი დაუპირისპირდებიან თვით ხემ-ის იდეას და სკოლას თანდათანობით დაღუპავენ. ეს ხუთი სასიკვდილო სენია:
1. მხოლოდ სწორხაზოვანი მმართველობა. სკოლა, რომელიც მართვის მხოლოდ პირდაპირი ვერტიკალით მართვის სტრატეგიებს იყენებს და მხოლოდ სტატისტიკითაა დაკავებული და ოდენ ციფრებს ეყრდნობა - განწირულია. მართვა - რთული საქმიანობაა; სკოლის დირექტორი, რომელიც მხოლოდ ციფრებს ეყრდნობა თავის ფუნქციებს აუბრალოებს. დირექტორი კარგად უნდა ერკვეოდეს სკოლის პროცესებში, ჩართული უნდა იყოს მასში, ესმოდეს პრობლემების წარმოშობის წყაროები და მისდამი დაქვემდებარებულ ადამიანებს მათი გადაწყვეტის მაგალითს აძლევდეს.
2. საქმიანობის შეფასება რაოდენობრივ სისტემაზე დაყრდნობით. რაოდენობრივ მაჩვენებლებზე, ანგარიშებზე, რეიტინგზე, წლიურ მიმოხილვაზე დაფუძნებული მიღწევათა შეფასების სისტემას მივყავართ ისეთ კლასიფიკაციამდე, რომელიც კვოტების დაწესებას ან სხვაგვარ რანჟირებათა დადგენას გვაიძულებს, რომელმაც თავის მხრივ შესაძლოა სკოლის მართვის საკომანდო სისტემის დაზიანებას და არაჯანსაღ კონკურენციას დაუდოს დასაბამი. ამ სისტემის გამოყენებას ჯობია თანამშრომლის ყველა ინდივიდუალური საქმიანობაზე დირექტორმა ცალკუელი კომენტარი გააკეთოს, რითაც მას შედეგების გაუმჯობესებაში დაეხმარება.
3. მოკლევადიანი სარგებლის მიღებაზე ორიენტირება. თუ წარსულში პედაგოგს მოკლე ვადაში მოგების მიღების გამოცდილება ჰქონდა ის მომავალშიც ამ რეჟიმით მუშაობას გააგრძელებს. სკოლის ადმინისტრაციამ პერსონალი იმაში უნდა დაარწმუნოს, რომ სკოლა უპირატესობას სწავლების ხარისხის ხანგრძლივ და სტაბილურ პროცესს ანიჭებს და არა მოკლევადიან სარგებელს.
4. სტრატეგიის არარსებობა. თუ სკოლაში არ არის მისაღწევი მიზნების თანმიმდევრულობა, მაშინ პედაგოგიურ პერსონალს მის პროფესიული და კარიერული ზრდაზე არავითარი რწმენა არ ექნება. სკოლას უნდა გააჩნდეს მუდმივად განსახორციელებელი სტრატეგიული გეგმა, სადაც ადგილი დაეთმობა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხსაც.
5. კადრების გადინება. თუ სკოლაში კადრების მაღალი გადინების პროცესი ფიქსირდება ეს სერიოზულ პრობლემებზე მიანიშნებს. პირველი 4 სასიკვდილო სენის აღმოფხვრა ამ პრობლემესაც მოაგვარებს. სკოლის ადმინისტრაციამ ყველანაირ ზომებს უნდა მიმართოს, რათა თანამშრომლებმა თავი სკოლისგან გაუცხოვებულად კი არა, არამედ ერთიან ორგანიზმში მნიშვნელოვან ნაწილად იგრძნონ.

ხემ-ს უპირატესობა

მოკლე და ხანგრძლივვადიანი სარგებელი ნებისმიერი მართვის სტილშია. სწავლების ხარისხის ერთობლივი მართვა შედეგად რამოდენიმე მოკლევადიან სარგებალს აღმოაცენებს, თუმცა ძირითადად იგი ხანგრძლივვადიან ეფექტს იძლევა, რომელიც მისი წარმატებული რეალიზების შემდეგ იგრძნობა. დიდ სკოლებში (1200-1500 ბავშვი) რამდენიმე წელია საჭირო იმისათვის, რომ ხანგრძლივვადიან მიზნებს მივაღწიოთ.
გრძელვადიანი სარგებელის მიღება სწავლების ხარისხის ერთობლივი მართვისგან მართლაც არის მოსალოდნელი. ესენია:
მაღალი პროდუქტიულობა (პედაგოგიური ფაქტები და არტეფაქტები)
თანამშრომელთა მორალური წახალისება
დანახარჯების შემცირება
საზოგადოების (მშობლების, თემის) ნდობის ზრდა
ამ სარგებელმა შესაძლოა სკოლა პოპულარული გახადოს და საზოგადოებაში სკოლის პრესტიჟი აამაღლოს
შეცდომებისაგან თავის არიდებამ და სწორმა მოქმედებებმა დროისა და რესურსების დაზოგვა უნდა გამოიწვიოს. მაშინ კი ფონდები და დანაზოგები მომსახურების გაფართოებასა და სწავლების ხარისხის ამაღლებაისკენ შეიძლება მიიმართოს.
ხარისხის ერთობლოივი მართვა ენთუზიაზმის, ინიციატივების წახალისებისა და პედაგოგიურ და პროფესიულ საქმინობაში პრემირებისა და დაჯილდოვების გზით სამსახურით მიღებული კმაყოფილების ატმოსფეროს შექმნას მიესალმება. თუ ექსპერიმენტირების პროცესში დაშვებული შეცდომები პროფესიულ განვითარებად და გამოცდილების დაგროვებად აღიქმება მაშინ პედაგოგი შემოქმედებითად მიუდგება ახალი იდეებისა და ინიციატივების გამოვლენის საქმეს. ასეთ შემთხვევაში მთელი პერსონალი აქტიურად ჩაერთვება სკოლის განვითარებისა და გარდაქმნის პროცესში.
ნაცვლად იმისა, რომ დაშვებული შეცდომების სკოლის ადმინისტრაციის ყურამდე არ მივიდეს და მიიჩქმალოს, პედაგოგიური პერსონალი პატარა პრობლემების მეყსეული გამოაშკარავებას მოთმინებით და მიზანდასახულად ცდილობს მათი დაგროვებით სამომავლოდ მოსალოდნელი გლობალური მაშტაბის პრობლემების თავიდან აცილებას. თუ პედაგოგი ხედავს, რომ ის სკოლის განუყოფელი და საჭირო ნაწილია, საქმიანობა მისთვის დამაკმაყოფილებელია და თანდათანობით ეცდება პროცესში სულ უფრო და უფრო კომპეტენტურად, დამაჯერებლად და მისი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზებით ჩაერთოს.
ხარისხის ერთობლივ მართვაში ფართოდ გამოიყენება მბრძანებლური მიდგომა, რომელიც ერთის მხრივ კოლეგებს პრობლემის მოგვარების გამოცდილებას გადასცემს, მეორეს მხრივ კი - ერთობლივი მუშაობის დროს ამ გამოცდილების ეფექტურად გამოყენების საშუალებას აძლევს. ადმინისტრირებულ-სუბორდინირებულ თანამშრომლებს პრობლემის მოგვარების გარკვეული გამოცდილება გააჩნიათ, აიტომ მათ შეუძლიათ სექციათა თანაკვეთის არეალში წარმოშობილი პრობლემების მეგა-ბრძანებების მომზადებაშიც მიიღონ მონაწილეობა, რაც შესაძლოა ლოკალური გჯუფის გავლენის ველს სცილდება კიდეც. ხემ სკოლას პრობლემების მოგვარებაში დიდ მოქნილობას სძენს ამასთან ყველა თანამშრომლის საქმიანობის ხარისხსაც ზრდის
ხემ სკოლის მოგების გენერატორად უნდა იქცეს. თვით მიდგომა კი არ იძლევა ამ მოგებას, არამედ მასზე გეგმაზომიერი და წარმატებული რეალიზაციის პროცესი, რომელიც თავის მხრის რესურსების დაზოგვისა და დანახარჯების შემცირების საშუალებებს გამოაჩენს. ხემ-თვის აუცილებელია რუტინული ოპერაციების შესრულება. სკოლისთვის, მართალი რომ ვთქვათ, რესურსებისა (ადამიანური, მატერიალური, დროითი და სხვა) და საშუალებების დანაზოგი უკვე `მოგებად~ უნდა განვიხილოთ.

ხემ მართვის ავტორიტარული სტილის წინააღმდეგ
ავტორიტარული მართვის სტილის სათევეში ყოვლისშემძლე დირექტორი ზის, რომელიც მისდამი დაქვემდებარებული პერსონალისადმი ზემოქმედების ყველანაირ ბერკეტს ფლობს. ავტორიტარული სტილის უკმარისობაა ადამიანობა და პიროვნული მიმზიდველობა (უფრო ხშირად კი პროფესიონალიზმი). ხარისხის ერთობლივი მართვა გუნდის წარმატებაზე ორიენტირებული სტილია, რომელსაც ქარიზმატული ლიდერი განაგებს. საუკეთესო ხარისხცის მისაღწევად ის კოლეგებზე საქმიანობის პროცესში ზემოქმედებს. ამგვარად სკოლას შეუძლია `მოთხოვნებისა და გაკიცხვის~ მანკიერ წრეს თავი დააღწიოს. ხემ-ის დროს პრობლემებში არავინ არავის ბრალს არ სდებს. ნაცვლად ამისა - მის გადაჭრას ცდილობს.


ნათელია რომ მართვის ეს ორი სტილი დიამეტრალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან. მათი ძირითადი განმასხვავებლებია:

ავტორიტარული მართვა
1. პრობლემის `სწრაფად მოგვარება~
2. ძველი (ნაცადი) გზით სვლა
3. რესურსების კონტროლირება ფუნქციების დანაწილების გზით
4. ადამიანებზე კონტროლის დამყარება

ხემ
1. პრობლემის გრძელვადიანი მოგვარება
2. ახალი გზებისა და შემოქმედებითი მიდგომების კურსი
3. რესურსების ოპტიმიზაცია მთელი სკოლის მაშტაბით
4. ადამიენებისათვის პასუხისმგებლობების გადანაწილება



2 comments:

Falcon.Z Taia said...

რატომ არ ეხმაურებით ამ სტატიას?

Falcon.Z Taia said...

"ხარისხის ერთობლივად მართვას" ხარისხის თანამონაწილეობითი მართვა ხომ არ ჯობია? მაინც არავინ გამომეხმაურება, ვიცი, მაგრამ მაინც ვწერ. თქვენ ხომ ძაან-ძაან დაკავებული სნობები ბრძანდებით!!!